ვაშლის კრეფა- საკუთარი თავის დამტკიცების გზა

შემოდგომის ერთ-ერთი შაბათ-კვირაა. გოგონა თავის ოჯახთან ერთად სოფელში მიდის, სადაც მისი ბებია, პაპა და დეიდა ცხოვრობენ, მათ ვაშლის მოსავლის აღებაში უნდა დაეხმაოს. გოგონას უყვარს სოფელში წასვლა, რადგან ეს ის ადგილია სადაც შაბათ კვირას მისი დეიდები და დეიდაშვილები იკრიბებიან. მზიანი მაგრამ ცოტა ქარიანი და ცივი დილაა. ყოველა მოემზადაბა ბაღში წასასვლელად. ბაღში მისვლისას, პაპა ყველას დავალებებს აძლევს, თუ ვინ მოკრეფს ვაშლს ხის დაბალი ტოტებიდან, ვინ აძვრება ხეზე, ვინ გადაანაწილებს ვაშლებს ყუთებში და ვინ დატვირთავს ტრაქტორს სახლში წასაღებად.

გოგონას ხეებზე ცოცვა უყვარს, მაგრამ ის ყველაზე პატარაა (12 წლის) და ყველა მასზე ღელავს. უფროსები სკეპტიკურად უყურებენ რომ გოგონა ვერ შეძლებს ვაშლის სწორად მოკრეფას -რომელიც ყუნწებით იკრიფება და შემდეგ მის დიდხანს შესანახად საჭიროა ვედროში ფაქიზად მოთავსდეს.  მაგრამ ის ისეთი მონდომებულია რომ ხეზე აძვრეს, უფროსები მას ვერ აჩერებენ. პაპა მისთვის პატარა ვედროს პოულობს, რომ მას მძიმე ტვირთის ტარება არ მოუწიოს.

გოგონა ხეზე ძვრება თავისი ვედროთი და იწყებს ვაშლის კრეფას, მაგრამ დედა და

დეიდები მუდმივად ამოწმებენ და ეუბნებიან რომ ფრთხილდა იყოს და მაღალ ტოტებზე არ ავიდეს. ხეები დაახლოებით 8-10 მეტრის სიმაღლისაა.  მიუხედავად იმისა ის გრძნობ რომ მაღალ და წვრილ ტოტებზე ასვლა ცოტა სარისკოა, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ქარი იმ ტოტებს არხევს რომელზეც ის დგას, გოგონა საკმაოდ გამბედავია, ეს უფრო მეტად უხალისებს ვაშლის კრეფის პროცესს და თავდაჯერებას მატებს.

ზოგჯერ ხიდან იძახის: „შემომხედეთ რა მაღლა ავძვერი”. ის ასევე ცდილობს რომ ვაშლი სწრაფად მოკრიფოს და სწრაფად გაავსოს ვედროები რომ სხვებმა შენიშნონ თუ როგორი კარგად მუშაობს.

უფროსები სთხოვენ რომ ჩამოვიდეს და დაისვენოს, მაგრამ ის ამბობს რომ „არ იღლება“ და კიდევ მეტი მუშაობა შეუძლია. სინამდვილეში კი ძალიანაც დაიღალა, მაგრამ უნდა რომ ყველაზე მშრომელ და ენერგიულ მუშახელად გამოჩნეს. ამიტომ თავის დაღლას არ აღიარებს. მხოლოდ დროდადრო მოხერხებულ ხის ტოტზე ჯდება და ვაშლს შეექცევა.

შუადღით ბებო გემრიელ სამხარს გზავნის ბაღში. პაპა მეზობლებსაც პატიჟებს. სამხარის დროს ისინი შესრულებულ საქმეს აჯამებენ და დარჩენილი დღის გეგმებს აწყობენ.

და აი პაპამ აღნიშნა და შეაქო გოგონა მის მიერ მოკრეფილი ვაშლის და ხეებზე ცოცვისთვის. სხვებიც ღიმილით ეთანხმებიან და გოგონას სხვადასხვა მოფერებით სახელებს ეძახიან „პატარა მაიმუნი“, „პატარა თხა“, „ნამცეცო“.

გოგონას უხარია რომ მისი შრომის შესახებ არამხოლოდ ოჯახის წევრებმა არამედ მეზობლებმაც გაიგეს. სამხრის შემდეგ ის ამაყად მიდის შემდეგ ხეზე ასაძრომად. მხოლოდ დღის ბოლოს, დასაძინებლად წასვლის შემდეგ ხვდება თუ როგორ დაღლილა და როგორ ძლიერ სტკივა ფეხები, მაგრამ მაინც ენთუზიაზმით ელოდება შემდეგ დღეს რომ ისევ წავიდეს ბაღში და ხეებზე აძვრეს.